სიახლეები

ოქტომბერი 25, 2019 მონაწილეთა შერჩევა ფუკუიამას დემოკრატიის ფრონტისპირა ცენტრის ახალგაზრდული კლუბის წევრობისთვის

მონაწილეთა შერჩევა ფუკუიამას დემოკრატიის ფრონტისპირა ცენტრის ახალგაზრდული კლუბის წევრობისთვის

გახდი ფუკუიამას დემოკრატიის ფრონტისპრა ცენტრის ახალგაზრდული კლუბის წევრი

20-22 ნოემბერი 2019

ზოგადი ინფორმაცია

 

2019 წელს ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრსა (EPRC) და სტენფორდის უნივერსიტეტის დემოკრატიის, განვითარების და კანონის უზენაესობის ცენტრის (CDDRL) პარტნიორობით, თბილისში სასტუმრო „სტამბაში”, გაიხსნა ფუკუიამას დემოკრატიის ფრონტისპირა ცენტრი. ცენტრი წარმოადენს ინტელექტუალურ სივრცეს – პლატფორმა აერთიანებს სხვადასხვა ქვეყნის პროფესიონალებსა და დაინტერესებულ პირებს, რომლებიც კონცენტრირებულნი არიან კვლევებზე, დებატებზე, იდეების გაცვლაზე, პროფესიული წრეების შექმნაზე, განათლებისა და ცნობიერების ამაღლებაზე. ცენტრი თავს უყრის თავისუფლებისთვის და დემოკრატიისთვის მებრძოლებს, ადამიანის უფლებების დამცველ აქტივისტებს ევროპისა და ევრაზიის რეგიონში, რომლთაც აერთიანებთ დემოკრატიის ფუნდამენტური პრინციპები, კანონის უზენაესობა და ლიბერალული საერთაშორისო წესები.

 

დემოკრატიის ფრონტისპირა ცენტრთან არსებული პირველი ახალგაზრდული კლუბი დაფუძნდა ჩივენინგის კურსდამთავრებულთა პროგრამის ფონდის (CAPF) მხარდაჭერით და გულისხმობს ორდღიანი ტრეინინგების ჩატარებას შერჩეული მონაწილეებისთვის, რაც თავის მხრივ  ამ ეტაპზე წარმოადგენს  ცენტრის დაფუძნების ძირითადი მიზნების ლოგიკურ გაგრძელებას და გაზრდის ახალგაზრდების ჩართულობას ფუკუიამას დემოკრატიის ფრონტისპირა ცენტრში. ცენტრთან არსებული ახალგაზრდული კლუბის შექმნა და ტრეინინგების ჩატარება ხელს შეუწყობს ცვლილებების შემქმნელთა ახალი თაობის განვითარებას და დემოკრატიული წინსვლისთვის საჭირო ეფექტური ქსელის შექმნას. კლუბის წევრებს მომავალშიც ექნებათ შესაძლებლობა მონაწილეობა მიიღონ ცენტრის აქტივობებში, ისარგებლონ მისი რესურსებითა და ახლი კავშირებით.

 

ახალგაზრდული კლუბის ტრენინგ პროგრამის ზოგადი მიმოხილვა

ახალგაზრდული კლუბის ტრენინგ პროგრამა მიზნად ისახავს აღმოსავლეთ ევროპის 6 ქვეყნიდან: აზერბაიჯანი, მოლდოვა, უკრაინა, ბელარუსი, საქართველო და სომხეთი ახალგაზრდა ადამიანების მობილიზებას და მათ დაკავშირებას ჩივენინგის კურსდამთავრებულთა ქსელთან, რათა მოხდეს მათი ჩართვა დიალოგებსა და განხილვებში და გამოცდილების და იდეების გაზიარება დემოკრატიის საკითხებზე, შედეგად ჩამოყალიბდება ერთიანი პლატფორმა (როგორც ელექტრონული/ონლაინ, ისე პერსონალური).

ჩივენინგის კურსდამთავრებულები, საჯარო და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები, გაუწევენ ახალგაზრდა მონაწილეებს, ზემოაღნიშნული ხუთი ქვეყნიდან, მენტორობას და ჩაატარებენ ორდღიან ტრენინგებს, რომლის ფარგლებშიც განხილული იქნება სხვადასხვა მაგალითები (case-studies) დემოკრატიის გამოწვევებსა და მათ მნიშვნელობაზე გადაწყვეტილების მიღების პროცესებში.  ტრენინგები ჩატარდება ფუკუიამას დემოკრატიის ფრონტისპირა ცენტრში, სასტუმრო „სტამბაში”, თბილისი, საქართველო.

ამასთან, ტრენინგების ფარგლებში, სესიები დაეთმობა ჩივენინგის პროგრამას, რათა მოხდეს სტიპენდიის წახალისება და მის შესახებ ინფორმაციის გაზიარება.

 

მონაწილეთა შერჩევის პირობები

შერჩევის კრიტერიუმები

20 ახალგაზრდა აზერბაიჯანიდან, მოლდოვიდან, უკრაინიდან, ბელარუსიდან, საქართველოსა და სომხეთიდან შერჩეული იქნება  ორდღიან ტრენიგ-პროგრამაში მონაწილეობის მიიღების მიზნით.

  • დაინტერესებული აპლიკანტი უნდა იყოს 18-დან 27 წლის და ამ ქვეყნიდან ერთერთის მოქალაქე: აზერბაიჯანი, მოლდოვა, უკრაინა, ბელარუსი, საქართველო და სომხეთი;
  • ტრენინგებში მონაწილეობით დაინტერესებულმა პირმა უნდა ჩაწეროს მოკლე ვიდეო ინგლისურ ენაზე ან ახლდეს ინგლისური სუბტიტრები (მაქსიმუმ 10 წუთი), დემოკრატიის შესახებ მისთვის მნიშვნელოვან ერთერთ თემაზე, განათავსოს ვიდეო სოციალურ მედიაში (მაგალითად: Facebook, Youtube) და მოგვაწოდოს ატვირთული ვიდეოს ბმული (link) შემდეგ მისამართზე: [email protected]. გთხოვთ, წერილის “subject” ველში მიუთითოთ „Fukuyama Democracy Frontline Center Youth Club”;
  • ტრენინგები და დისკუსიები წარიმართება ინგლისურ ენაზე.

 

ორგანიზატორები დაფარავენ ტრანსპორტირების, განთავსებისა და კვების ხარჯებს.

განაცხადის ვადა

განაცხადების წარდგენის ბოლო ვადაა 2019 წლის 30 ოქტომბერი, 18:00, თბილისის დროით. ამასთან, ჩვენ მივესალმებით ვადამდე ადრე მოწოდებულ განაცხადებს.

გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან, მიმდინარე წლის ნოემბრის დასაწყისში.

დამატებითი ინფორამაცია და/ან კითხვები

დამატებითი ინფორმაციის და კითხვების არსებობის შემთხვევაში, გთხოვთ დაგვიკავშირდეთ შემდეგ მისამართზე: [email protected]