30 მაისს, 12 საათზე სასტუმრო რადისონ ბლუ ივერიაში გაიმართა შვეიცარიის ფრიბურგის უნივერსიტეტისა და ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრის (EPRC) პროექტის „მეწარმოების შეფასება საქართველოში“ შუალედური შედეგების პრეზენტაცია. მრგვალი მაგიდის ფორმატში გამართულ პრეზენტაციაში მონაწილეობა მიიღეს სამთავრობო, არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციების და ბიზნეს ასოციაციების წარმომადგენლებმა.