გუშინ, 25 მარტს, ლიდერთა განვითარების აკადემიის (LAD) – “საჯარო პოლიტიკის როლი კერძო სექტორის განვითარებაში“, პირველი დღე დასრულდა. სხვა საკითხებთან ერთად მონაწილეებმა და ლექტორებმა გაარჩიეს პრაქტიკული შემთხვევა “სოციალური პროგრამების შეფასება: World Health Partners-Sky მაგალითი“. სტენფორდის უნივერსიტეტის დემოკრატიის, განვითარებისა და კანონის უზენაესობის ცენტრის (CDDRL) და ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრის (EPRC) ორგანიზებითა და თავისუფალ უნივერსიტეტთან პარტნიორობით შექმნილ პროგრამას პროფესორები ფრენსის ფუკუიამა, ერიკ ჯენსენი და როჯერ ლიდსი ხელმძღვანელობენ.