სიახლეები

აპრილი 28, 2023 ლიდერთა განვითარების აკადემია – დღე IV

ლიდერთა განვითარების აკადემია – დღე IV
💢 28 აპრილს, ლიდერთა განვითარების აკადემიის (LAD) – “განვითარება: სახელმწიფოს, კერძო სექტორის, კანონის უზენაესობისა და სამოქალაქო საზოგადოების როლები“, მეოთხე დღე გაიმართა. მონაწილეებმა საბოლოო პრეზენტაციები წარადგინეს და პროგრამის შედეგები შეაჯამეს.
➡️ სტენფორდის უნივერსიტეტის დემოკრატიის, განვითარებისა და კანონის უზენაესობის ცენტრის (CDDRL) და ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრის (EPRC) ორგანიზებითა და თავისუფალ უნივერსიტეტთან პარტნიორობით შექმნილ პროგრამას პროფესორები ფრენსის ფუკუიამა, ერიკ ჯენსენი, როჯერ ლიდსი და კეტრინ სტონერი ხელმძღვანელობენ.