სიახლეები

აპრილი 27, 2023 ლიდერთა განვითარების აკადემია – დღე III (ბ)

ლიდერთა განვითარების აკადემია – დღე III (ბ)
💢 27 აპრილს, ლიდერთა განვითარების აკადემიის (LAD) – “განვითარება: სახელმწიფოს, კერძო სექტორის, კანონის უზენაესობისა და სამოქალაქო საზოგადოების როლები“, მესამე დღე გაიმართა. სხვა საკითხებთან ერთად მონაწილეებმა და ლექტორებმა გაარჩიეს პრაქტიკული შემთხვევა “საზოგადოების ჩართულობა ტორონტოს “ჭკვიანი ქალაქის” პროექტში” და “პოლიტიკური ციკლი უკრაინის უკრაინის ჯანმრთელობის დაცვის სისტემაში”.
➡️ სტენფორდის უნივერსიტეტის დემოკრატიის, განვითარებისა და კანონის უზენაესობის ცენტრის (CDDRL) და ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრის (EPRC) ორგანიზებითა და თავისუფალ უნივერსიტეტთან პარტნიორობით შექმნილ პროგრამას პროფესორები ფრენსის ფუკუიამა, ერიკ ჯენსენი, როჯერ ლიდსი და კეტრინ სტონერი ხელმძღვანელობენ.