აპრილი 27, 2023
ლიდერთა განვითარების აკადემია – დღე III (ა)
26 აპრილს, ლიდერთა განვითარების აკადემიის (LAD) – “განვითარება: სახელმწიფოს, კერძო სექტორის, კანონის უზენაესობისა და სამოქალაქო საზოგადოების როლები“, მესამე დღე გაიმართა. სხვა საკითხებთან ერთად მონაწილეებმა და ლექტორებმა გაარჩიეს პრაქტიკული შემთხვევები “ევროპის აბრეშუმის გზა: მონტენეგროს გადაწყვეტილება ახალი მაგისტრალის შესახებ“ და “სოციალური პროგრამების შეფასება: World Health-Partners-ის მაგალითი”.
სტენფორდის უნივერსიტეტის დემოკრატიის, განვითარებისა და კანონის უზენაესობის ცენტრის (CDDRL) და ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრის (EPRC) ორგანიზებითა და თავისუფალ უნივერსიტეტთან პარტნიორობით შექმნილ პროგრამას პროფესორები ფრენსის ფუკუიამა, ერიკ ჯენსენი, როჯერ ლიდსი და კეტრინ სტონერი ხელმძღვანელობენ.