აპრილი 23, 2023
ლიდერთა განვითარების აკადემია – Icebreaker Dinner
მოხარულები ვართ მეხუთედ ვუმანსპინძლოთ ლიდერთა განვითარების აკადემიას (LAD), რომლის ხუთდღიანი კურსი “განვითარება: სახელმწიფოს, კერძო სექტორის, კანონის უზენაესობისა და სამოქალაქო საზოგადოების როლები“ დღეს დავიწყეთ პროგრამის 35 მონაწილესთან ერთად.
სტენფორდის უნივერსიტეტის დემოკრატიის, განვითარებისა და კანონის უზენაესობის ცენტრის (CDDRL) და ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრის (EPRC) ორგანიზებითა და თავისუფალ უნივერსიტეტთან პარტნიორობით შექმნილ პროგრამას პროფესორები ფრენსის ფუკუიამა, ერიკ ჯენსენი, როჯერ ლიდსი და კეტრინ სტონერი ხელმძღვანელობენ.
გუშინ საღამოს კი პროგრამის ხელმძღვანელები, მონაწილეები, პარტნიორები და ორგანიზატორები გაცნობით ვახშამზე შევიკრიბეთ.