31 მაისს, 19:00 საათზე, ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრის (EPRC) და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის საჯარო პოლიტიკის კვლევისა და ტრენინგების ცენტრი Pprtcს-ის ევროინტეგრაციის თემაზე ორგანიზებული ლექციათა ციკლის ფარგლებში, ბოლო ლექცია ჩატარდა. ლექცია წაიკითხა ნინო ჩიჩუამ – სამედიცინო კორპორაცია “ევექსის” მარკეტინგის დირექტორი.
ლექციის თემა: თემა: “ბრენდი-დამზადებულია საქართველოში”. ლექციის ბოლოს სერტიფიკატით დაჯილდოვდა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის საჯარო პოლიტიკის ადმინისტრირების სამაგისტრო პროგრამის (MPA) 30 სტუდენტი, რომელთაც სრულად გაიარეს PPRTC-EPRC-LAD-ის სალექციო კურსი. პროექტი დაიწყო 5 აპრილს და მოიცავდა 7 ლექციას. სალექციო კურსი მოამზადეს სტენფორდის უნივერსიტეტის ლიდერთა აკადემიის (LAD) კურსდამთავრებულებმა და ორგანიზატორებმა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის საჯარო ადმინისტრირების სამაგისტრო პროგრამის სტუდენტებისათვის.