2017 წლის 14 თებერვალს, თბილისში, საქართველოს პარლამენტის პირველი რესპუბლიკის დარბაზში, კომიტეტის სხდომაზე ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრისა (EPRC) და გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) მიერ ჩატარებული კვლევის – დიასპორული ინვესტიციები და ქართული დიასპორა – პრეზენტაცია გაიმართა.
სიტყვით წარსდგნენ მომხსენებლები ნინო ევგენიძე EPRC–ის აღმასრულებელი დირექტორი და ირინა გურული – EPRC–ის დირექტორის მოადგილე. კვლევაში შესაბამის სტატისტიკურ მონაცემებზე დაყრდნობით, ქართული დიასპორის პოტენციალი გამოკვლეულ იქნა სამი მიმართულებით, ესენია: დიასპორების სამეწარმეო პოტენციალის შესწავლა, დიასპორა როგორც ინვესტორი ფინანსურ ბაზრებზე და დიასპორა როგორც ცოდნის გადაცემის წყარო. საკომიტეტო მოსმენის ფორმატში კვლევაში დასმულ ყველა აქტუალური საკითხის თაობაზე დისკუსია წარიმართა.