სიახლეები

იანვარი 10, 2020 კონფერენცია „State of the World”

კონფერენცია „State of the World”

2020 წლის 10 იანვარს ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრის აღმასრულებელმა დირექტორმა ნინო ევგენიძემ მონაწილეობა მიიღო კონფერენციაში „State of the World” 2020, რომელიც ფლორიდის საერთაშორისო უნივერსიტეტისა და მაკკეინის ინსტიტუტის მიერ იყო ორგანიზებული. კონფერენციის ძირითად თემას წარმოადგენდა საერთაშორისო ურთიერთობები და აშშ-ს საგარეო პოლიტიკა. ნინო ევგენიძემ მონაწილეობა მიიღო პანელზე „ევროპის მომავალი და ტრანსატლანტიკური ურთიერთობები”. პანელზე ასევე მონაწილეობდნენ: გენერალი ბენ ჰოჯესი – ევროპული ანალიზის ცენტრის თანათავმჯდომარე (CEPA), ვიქტორია ნულანდი – შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის ყოფილი თანაშემწე ევროპისა და ევრაზიის საკითხებში, ენდრიუ მორავჩიკი, პოლიტიკისა და საერთაშორისო ურთიერთობების პროფესორი და ევროპული პროგრამის დირექტორი პრინსტონის უნივერსიტეტში და ზიგიმანტას პავილიონისი – პარლამენტის წევრი ლიტვაში. სადისკუსიო პანელს უძღვებოდა ჯეფ გედმინი, The American Interest-ის მთავარი რედაქტორი.