სიახლეები

ნოემბერი 13, 2014 კონფერენცია “აზერბაიჯანი-საქართველო-თურქეთის სამკუთხედი ევროპულ გეოპოლიტიკურ კონტექსტში”

კონფერენცია “აზერბაიჯანი-საქართველო-თურქეთის სამკუთხედი ევროპულ გეოპოლიტიკურ კონტექსტში”

ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრის (EPRC) აღმასრულებელი დირექტორი ნინო ევგენიძე მონაწილეობს კონფერენციაში – „აზერბაიჯანი-საქართველო-თურქეთის სამკუთხედი ევროპულ გეოპოლიტიკურ კონტექსტში.“ კონფერენცია იმართება კადენაბიაში, იტალია, 13-15 ნოემბერს. ნინო მოხსენებით გამოვა თემაზე – ევრაზიის დაკავშირება და ევროპული ენერგოუსაფრთხოება: რეგიონული თანამშრომლობის გეოსტრატეგიული რელევანტურობა. თავის გამოსვლაში ნინო შეაფასებს რეგიონის ეკონომიკურ თანამშრომლობას და ერთობლივ ინფრასტრუქტურლ პროექტებს, ისაუბრებს ენერგოდივერსიფიკაციის სტრატეგიებსა და პოლიტიკაზე, უკრაინაში მიმდინარე მოვლენების ფონზე სამხრეთის კორიდორის მნიშვნელობაზე და საქართველოს, როგორც სატრანზიტო ქვეყნის როლზე ამ პროცესებში.