მარტი 13, 2024
კონკურსი სტუდენტებისთვის: მტკიცებულებაზე დაფუძნებული კვლევა კარგი მმართველობისთვის.
19 და 20 მარტს ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრის წარმომადგენლებმა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტსა და ახალციხის უნივერსიტეტში გამართეს საინფორმაციო შეხვედრა თემაზე – კონკურსი სტუდენტებისთვის: მტკიცებულებაზე დაფუძნებული კვლევა კარგი მმართველობისთვის.
ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრი (EPRC) იწვევს სტუდენტებს კონკურსში “მტკიცებულებებზე დაფუძნებული პოლიტიკის წარმოება კარგი მმართველობისთვის: ახალგაზრდა მკვლევრების გაძლიერება ცვლილებების მისაღწევად” მონაწილეობის მისაღებად.
კონკურსი ცხადდება ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) საჯარო მმართველობის პროგრამის მხარდაჭერით მიმდინარე პროექტის “მტკიცებულებებზე დაფუძნებული პოლიტიკის წარმოება კარგი მმართველობისთვის: ახალგაზრდა მკვლევრების გაძლიერება ცვლილებების მისაღწევად” (Evidence Based Policymaking for Good Governance: Empowering Young Researchers to Drive Change) ფარგლებში.
კონკურსის ფარგლებში ჯამში შეირჩევა 20 სტუდენტი საქართველოს 6 უნივერსიტეტიდან კვლევითი სტაჟირების გასავლელად საქართველოს ფარგლებში; მათი კვლევითი ნაშრომების საფუძველზე გამარჯვებულ 3 სტუდენტს დაუფინანსდება 3 თვიანი გაცვლითი პროგრამა ტალინის ტექნოლოგიურ უნივერსიტეტში.
საინფორმაციო შეხვედრაზე განხილული იყო საჯარო მმართველობის საკითხები, დეტალური ინფორმაცია პროექტის შესახებ, მასში სტუდენტების ჩართვის შესაძლებლობები, კონკურსის და საკვლევი თემატიკის შინაარსი და სხვა დეტალები.
საინფორმაციო შეხვედრები უნივერსიტეტებში, ასევე გაიმართება შემდეგ თარიღებში:
21 მარტს, 14.00 საათზე გორის სახელმწიფო უნივერსიტეტში; პირველი კორპუსი, 212 აუდიტორია.(გორი, ჭავჭავაძის ქ. №53)
22 მარტს 13.00 საათზე ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში; (რუსთაველის/ნინოშვილის ქ. № 32/35, აუდიტორია 534)
26 მარტს, 12.00 საათზე, თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტში, მცირე დარბაზში ( ქ. თელავი, 2200 ქართული უნივერსიტეტის ქუჩა №1)