სიახლეები

იანვარი 25, 2024 კონკურსი გრძელვადიანი ექსპერტების შერჩევის მიზნით

კონკურსი გრძელვადიანი ექსპერტების შერჩევის მიზნით

ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრი (EPRC) აცხადებს კონკურსს გრძელვადიანი ექსპერტების შერჩევის მიზნით შემდეგი მიმართულებით: ევროინტეგრაციის საკითხები – დაახლოების პოლიტიკა, ეკონომიკური, პოლიტიკური, სოციალური სფეროს რეფორმირება ევროკავშირის რეკომენდაციების/საუკეთესო პრაქტიკის შესაბამისად. ექსპერტები ჩართულნი იქნებიან შემდეგი ტიპის აქტივობებში: ევროინტეგრაციის საკითხებზე კვლევითი პროდუქტების მომზადება, შესაძლებლობების ზრდის კომპონენტში ჩართვა (ტრენინგები, სამუშაო შეხვედრები, ექსპერტული შეხვედრები), ადვოკატირების კომპონენტში მონაწილეობა (კერძო-საჯარო დიალოგის ფორმატის დისკუსიები, საჯარო პრეზენტაციები).

ძირითადი მოთხოვნები (განათლება, ცოდნა-გამოცდილება და უნარ-ჩვევები):

  • უმაღლესი განათლება
  • ევროინტეგრაციის საკითხებზე პრაქტიკული და თეორიული მუშაობის არანაკლებ 5 წლიანი გამოცდილება;
  • ევროინტეგრაციის საკითხებზე კვლევების დაგეგმვის, მეთოდოლოგიის შემუშავების და განხორციელების გამოცდილება;
  •  ქართულ და ინგლისურ ენებზე წერის და კომუნიკაციის უნარი;
  • დავალებების დროულად და ხარისხიანად შესრულების უნარი;

კონკურსი ცხადდება “კონრად ადენაუერის ფონდის წარმომადგენლობა საქართველოში” Konrad-Adenauer-Stiftung (KAS) და გერმანიის ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების სამინისტროს (BMZ) მხარდაჭერით მიმდინარე პროექტის ფარგლებში. პროექტის სახელწოდებაა „ერთიანი საქართველო ევროპისთვის” – United for Georgia’s European Way.

შერჩეული ექსპერტი ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრთან ითანამშრომლებს პროექტის მოქმედების პერიოდში (აპლიკანტის შერჩევიდან 19/07/2026-ის ჩათვლით). დაინტერესებულმა მხარემ უნდა წარმოადგინოს

  • CV;
  • სამოტივაციო წერილი
  • ერთი სრული სამუშაო დღის რეიტი ორგანიზაციის ელ. ფოსტის მისამართზე: [email protected], ან მატერიალური სახით შემდეგ მისამართზე: ქ. თბილისი, ფალიაშვილის ქ. 85, მესამე სართული.

რეზიუმეების მიღების ბოლო ვადაა 30 იანვარი.