სიახლეები

ნოემბერი 9, 2022 ქართული არასამთავრობო ორგანიზაციების შეხვედრა ესტონეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს გენერალურ მდივანთან, ელჩ ჯონათან ვსევიოვთან და ესტონეთის ელჩთან საქართველოში რიინა კალიურანდთან

ქართული არასამთავრობო ორგანიზაციების შეხვედრა ესტონეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს გენერალურ მდივანთან, ელჩ ჯონათან ვსევიოვთან და ესტონეთის ელჩთან საქართველოში რიინა კალიურანდთან

9 ნოემბერს ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრმა (EPRC) ესტონეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს გენერალურ მდივანს, ელჩ ჯონათან ვსევიოვს, ესტონეთის ელჩს საქართველოში რიინა კალიურანდს და ქართული არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს სასტუმრო სტამბაში, ფუკუიამას დემოკრატიის ფრონტისპირა ცენტრის ოფისში უმასპინძლა.

შეხვედრის ფარგლებში მხარეებმა საქართველოს, უკრაინისა და მოლდოვის ევროკავშირში გაწევრიანების პერსპექტივების და ესტონეთის მხრიდან საქართველოს მიმართ ურყევი მხარდაჭერის შესახებ ისაუბრეს.