სიახლეები

მაისი 4, 2012 ევროპის სამეზობლო პოლიტიკის სამოქმედო გეგმის შესრულება საქართველოში 2011 წელს

ევროპის სამეზობლო პოლიტიკის სამოქმედო გეგმის შესრულება საქართველოში 2011 წელს

2012 წლის 5 აპრილს, ევრაზიის თანამშრომლობის ფონდმა, შვედეთის საერთაშორისო განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს მხარდაჭერით, გამართა ანგარიშის პეზენტაცია „ევროპის სამეზობლო პოლიტიკის სამოქმედო გეგმის შესრულება საქართველოში 2011 წელს – სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენელთა შეფასება“. ევრაზიის თანამშრომლობის ფონდის მხარდაჭერით მომზადებული ანგარიში რიგ საჭირბოროტო საკითხებს შეეხო, მათ შორის ინტელექტუალური საკუთრების უფლებებს. ამ უკანასკნელზე ანგარიში მოამზადა და პრეზენტაციას გაუძღვა ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრის აღმასრულებელი დირექტორი – ნინო ევგენიძე. პრეზენტაციაზე შეფასდა 2011 წლის მანძილზე საქართველოს პროგრესი ევროკავშირთან ინტეგრაციის გზაზე, გამოიყო პრობლემები, რომლებიც ხელს უშლის რეფორმების განხორციელებას ინტელექტუალური საკუთრების სფეროში და წარმოდგენილი იქნა რეკომენდაციები ამ პრობლემების გადასაწყვეტად. ამ საკითხის თაობაზე გაიმართა დებატები სამოქალაქო საზოგადოებისა და ხელისუფლების წარმომადგენელებს შორის.