ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრის (EPRC) აღმასრულებელი დირექტორი ნინო ევგენიძე მოხსენებით გამოდის შეხვედრაზე: „აღმოსავლეთ პარტნიორობის სამოქალაქო საზოგადოების ფორუმის ეროვნულ პლატფორმასთან თანამშრომლობის გაღრმავება ასოცირების შეთანხმების ფარგლებში“. ნინო ისაუბრებს თემაზე: ევროკავშირთან ეკონომიკური ინტეგრაცია.
საქართველოს პარლამენტის წევრების შეხვედრა არასამთავრობო ორგანიზაციებთან ამჟამად მიმდინარეობს სასტუმრო „ქორთიარდ მარიოტში“ საქართველოს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის ინიციატივით, ევროკავშირისა და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) ერთობლივი ფინანსური მხარდაჭერით. შეხვედრის მიზანია ევროკავშირთან ასოცირების შესახებ შეთანხმების ფარგლებში თანამშრომლობის გაღრმავების მექანიზმებზე საუბარი.