2014 წლიდან 2020 წლამდე ევროკავშირი 16 პარტნიორ ქვეყანას ფინანსურ დახმარებას უწევდა ევროპული სამეზობლო მექანიზმის ფარგლებში. (ENI) აღნიშნულმა ინსტრუმენტმა შეცვალა 2007 დან 2017 წლამდე ევროპის სამეზობლო და პარტნიორობის მექანიზმი (ENPI). ENI-ის ბიუჯეტმა 2014-2020 წლებში შეადგინა 15,43 მილიარდი ევრო, რაც ევროკავშირის საგარეო დაფინანსების 24%-ს შეადგენს. ამასან, აღსანიშნავია, რომ ამ პროგრამების მთავარი ინსტრუმენტი არის საბიუჯეტო დაფინანსება, რაც ნიშნავს, რომ ევროკავშირის თანხები ირიცხება სახელმწიფო ბიუჯეტში და მისი განმკარგავი არის მთავრობა.
შესაბამისად, ევროკავშირი საკმაოდ დიდ თანხებს დებს პარტნიორი ქვეყნების განვითარებაში. თუმცა, ცხადია, ამ დახმარებებს აქვს თავისი წინაპირობები. ერთ-ერთი მთავარი ამ წინაპირობებში არის მთავრობის მზაობა, განახორციელოს რეალური და ხელშესახები რეფორმები დემოკრატიის მიმართულებით, კერძოდ:
ევროკომისიისაგან ბიუჯეტის მხარდაჭერის მისაღებად ქვეყანამ უნდა დააკმაყოფილოს გარკვეული მოთხოვნები, რომლებიც მისაღებლობის კრიტერიუმების სახელითაა ცნობილი: 1. ეკონომიკური ზრდის ნათლად განსაზღვრული ეროვნული პოლიტიკა და სტრატეგია, რომელიც განხორციელებულია ან რეალიზაციის სტადიაში იმყოფება. 2. განხორციელებული ან რეალიზაციის სტადიაში მყოფი, სტაბილურობაზე ორიენტირებული მაკროეკონომიკური პოლიტიკა, რომელიც დადებით გავლენას ახდენს ისეთ ინდიკატორებზე, როგორიცაა ინფლაცია, საგარეო ვალი, და გაცვლის კურსი. 3. სახელმწიფო ფინანსების მართვის გაუმჯობესების სანდო და შესაფერისი პროგრამა, რომელიც განხორციელებულია ან რეალიზაციის სტადიაში იმყოფება.
გარდა ამისა ადამიანის უფლებების დაცვა, კანონის უზენაესობა და სახელისუფლებო წესრიგი განმსაზღვრელი პირობებია ნებისმიერი დახმარების მისაღებად.
ცხადია, აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში არ არის თანაბარი მდგომარეობა როგორც ადამიანის უფლებების დაცვის, ისე დამოკრატიზაციის და მსგავსი მიმართლებებით. ვფიქრობთ მკითხველისთვის საინტერესო იქნება რამდენიმე ციფრის მოყვანა მეზობელი ქვეყნების – სომხეთისა და აზერბაიჯანისთვის გამოყოფილი დახმარებებიდან, რაც ევროკავშრის პრიორიტეტებზე წარმოდგენას უკეთ შექმნის. კერძოდ, ENI დაფინანსება 2014-2020 წლებში რამდენიმე გზით ხდებოდა:
პირველი, ეს იყო ორმხრივი პროგრამები, რომლებიც მხარს უჭერდა ქვეყნების ეროვნული გეგმების განხორციელებას; ეს თანხები შეადგენდა ბიუჯეტის დაახლოებით 88%-ს;
ამ პროგრამების ფარგლებში სომხეთისთვის ჯამში აღნიშნულ წლებში გამოყოფილი იყო 252-308 მილიონი ევრო, რაც ყოველწ₾იურად დაახლოებით მაქსიმუმ 44 მილიონი ევროს ტოლფასია. თუმცა რეალობაში სომხეთმა მეტი თანხა მიიღო ამ პერიოდში (საშუალოდ 65 მილიონი ევრო), რაც ძირითადად სხვა „ქოლგა“ პროექტების დამსახურებაა, რომელიც დემოკრატიული რეფორმების წახალისებას ისახავდა მიზნად პრინციპით „მეტი მეტისთვის“. აღნიშნული პრინციპი გულისხმობს შემდეგს: ფინანსური დახმარების გამოყოფის კრიტერიუმები დიფერენცირების პრინციპს უნდა ასახავდნენ. ეს უნდა ასახავდეს ქვეყნის ამბიციის დონეს ევროკავშირთან პარტნიორობის თვალსაზრისით, მის პროგრესს ღრმა და მდგრადი დემოკრატიის მშენებლობაში, მის პროგრესს რეფორმების განხორციელების კუთხით შეთანხმებული მიზნების განხორციელებაში, ქვეყნის საჭიროებებს და შესაძლებლობებს და ევროკავშირის მხარდაჭერის პოტენციულ ზემოქმედებას.
სწორედ ამ პრიმციპიდან გამომდინარე, მოულოდნელი არ ყოფილა, რომ ENI მექანიზმის ფარგლებში გამოყოფილი ბიუჯეტი შედარებით მოკრძალებული იყო აზერბაიჯანის შემთხვევაში – 2014-2020 წლებში აღნიშნული ბიუჯეტი დაახლოებით 139- 169 მილიონ ევროს შეადგენდა, რაც საშუალოდ 24 მილიონი ევროს ექვივალენტია წელიწადში. ცხადია, ეს დაფინანსება დემოკრატიული რეფორმების მასშტაბთან არის კავშირში.
ცალკე თემაა პრიორიტეტული რეგიონული დიალოგის პლატფორმების მხარდაჭერა, როგორიცაა აღმოსავრეთ პარტნიორობა და შავი ზღვის ქვეყნების პარტნიორობა.
906 მილიონი ევრო დაიხარჯა აღმოსავლეთ ევროპის პარტნიორობის 6 ქვეყნისთვის.
საზღვრისპირა თანამშრომლობის პროგრამებისთვის (CBC) დაიხარჯა 616 მილიონი ევრო.
სომხეთი ასევე იყო 2014-2020 წლების შავი ზღვის CBC პროექტის, აზერბაიჯანი 2015 წელს გამოეთიშა ამ პროგრამებზე მოლაპარაკებებს და 2021-2027 წლების პროგრამის დაგეგმვის პროცესშიც არ მიუღია მონაწილეობა.
სომხეთი და აზერბაიჯანი ასევე არიან 3, 45 მილიარდიანი პროგრამის ბენეფიციარები, რომელიც მოიცავს სამეზობლო საინვესტიციო პლატფორმას the Neighbourhood Investment Platform (NIP – 60 %), საგანმანათლებლო პროგრამის Erasmus+ (35%) და ტექნიკური შესაძ₾ებლობების ზრდის ისეთი პროგრამის, როგორიცაა Technical Assistance and Information Exchange (TAIEX –5 %).
აღნიშნული მონაცემები სრულად არ მოიცავს კოვიდის პერიოდში ქვეყნებისთვის გაწეულ დახმარებას, რადგან კოვიდმა გარკვეული საკითხების გადახედვა და ჯანდაცვის მიმართულებით ახალი პროგრამების განხორციელება გამოიწვია, რაც პირველ რიგში ჰუმანიტარული მიზნებით იყო გამოწვეული და დამატებითი შესწავლისა და შეფასების საკითხია.
ავტორი: თამარ ხორბალაძე
ბლოგი მომზადებულია ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრის (EPRC) პროექტის „ACTION – სამხრეთ კავკასიის ქვეყნების (ქართულ-აზერბაიჯანული და ქართულ-სომხური) სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების ქსელის გააქტიურებისთვის“ ფარგლებში. პროექტი ხორციელდება შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს (SDC) ფინანსური მხარდაჭერით.