სიახლეები

სექტემბერი 13, 2022 EPRC-ს ახალი გამოცემა – ზაზა შენგელიას “ყარაბაღის მეორე ომი – ერთი წლის შემდეგ”

EPRC-ს ახალი გამოცემა – ზაზა შენგელიას “ყარაბაღის მეორე ომი – ერთი წლის შემდეგ”
აზერბაიჯანისა და სომხეთის საზღვარზე კვლავ სროლის ხმა ისმის და დანამდვილებით ჯერ არავინ იცის რა შედეგების მომტანი იქნება 27 წლიანი „გაყინული“ ფაზის კიდევ ერთი გააქტიურება კონფლიქტში ჩართული ქვეყნებისათვის და რეგიონისთვის.
ყარაბაღის მეორე ომით გამოწვეულ ცვლილებებზე, ეკონომიკურ, პოლიტიკურ და სოციალურ შედეგებზე საუბარი დღეს აუცილებელია რეგიონული დინამიკის და იმ გავლენის გასააზრებლად, რომელსაც ეს მოვლენები საქართველოზე ახდენს.
ზაზა შენგელიას “ყარაბაღის მეორე ომი – ერთი წლის შემდეგ” შესაძლებლობას მოგცემთ გაეცნოთ ყარაბაღის მეორე ომის შედეგად შექმნილ პოსტ-კონფლიქტურ რეალობას და იმ ცვლილებებს, რომლებიც საომარი მოქმედების დასრულებიდან ერთი წლის შემდეგ მოხდა.
პუბლიკაცია გამოცემულია კონრად ადენაუერის ფონდის (KAS) და ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრის (EPRC) მიერ დაფუძნებული ეკონომიკური დისკუსიების პლტფორმის – “KAS EPRC ეკონომიკური არენა” ფარგლებში.
წიგნის ქართული და ინგლისური გამოცემის გზემპლარები შეგიძლიათ მოიკითხოთ უნივერსიტეტებსა და საჯარო ბიბლიოთეკებში. წიგნების მიღება კი შესაძლებელია ჩვენს ოფისში.