სიახლეები

ოქტომბერი 22, 2014 EPRC-ის სამუშაო ვიზიტი ესტონეთში

EPRC-ის სამუშაო ვიზიტი ესტონეთში

ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრის წარმომადგენლები სამუშაო ვიზიტით იმყოფებოდნენ ესტონეთში, ქალაქ ტალინში. ვიზიტის ფარგლებში გაიმართა შეხვედრები ესტონეთში ელექტრონული მთავრობის ეფექტურობისა და მომსახურების სერვისების შესასწავლად. ვიზიტი განხორციელდა ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრისა და ესტონური არასამთავრობო ორგანიზაციის „Praxise“ ერთობლივი პროექტის ფარგლებში “ელექტრონული მმართველობის ეფექტიანობის შეფასება“. პროექტის მხარდამჭერია ესტონეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო. პროექტის ფარგლებში, ესტონელ კოლეგებთან თანამშრომლობით, მოხდება საქართველოს 5 ელექტრონული სერვისის ეკონომიკური ეფექტინობისა და ეფექტურობის და სერვისების საექსპორტო პოტენციალის შეფასება.