ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრის (EPRC) მკვლევარი გიგი ორმოცაძე 6-7 ივნისს ბრიუსელში, არასამთავრობო ორგანიზაცია Atlantic Council-ის DFRLab-ის მიერ ორგანიზებულ სამიტს “360OS” ესწრებოდა.
წლევანდელი კონფერენციის თემა “Contested Realities Connected Futures” იყო და სამიტის ფარგლებში მთავარ განსახილველ საკითხებს დეზინფორმაცია, საკომუნიკაციო ტექნოლოგიები და ციფრული უფლებების მომავალი წარმოადგენდა.
კონფერენცია საერთაშორისო დონის პროფესიონალებსა და აერთიანებდა. სპიკერთა შორის იყვნენ:
- ენტონი ბლინკენი, აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილე
- მარია რესა, ნობელის პრემიის ლაურეატი და ონლაინ საინფორმაციო სააგენტო “Rappler”-ის აღმასრულებელი დირექტორი
- მარკ გიტენშტეინი, ევროკავშირში აშშ-ის ელჩი
- ოდრი ტანგი, ტაივანის ციფრული მინისტრი
- ჯანის სარტსი, ნატოს სტრატეგიული კომუნიკაციების ხელმძღვანელი