“ამ ქვეყნებს დაუგროვდათ პრობლემების გადაჭრის გამოცდილება. ჩვენ პრობლემების გადაჭრის გამოცდილება არ დაგვიგროვდა, რადგანაც ასეთი მოქმედების შესაძლებლობას ვიყავით მოკლებულები როგორც რუსეთის იმპერიაში, ისე საბჭოთა კავშირში. ჩვენს დამოუკიდებლობას შევხვდით გამოცდილების გარეშე”, – ზაზა შენგელია, ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრის (EPRC) მკვლევარი და The American Purpose – საქართველოს აღმასრულებელი რედაქტორი მთავარი არხის ეთერში საუბრობს წიგნის „ბრძოლა თავისუფლებისთვის: ბალტიის ზღვიდან შავ ზღვამდე“ შესახებ, რომელშიც ასახულია 5 ქვეყნის (საქართველო, უკრაინა, ლიეტუვა, ლატვია, ესტონეთი) თავისუფლებისთვის ბრძოლის ისტორია.
წიგნი ხელმისაწვდომია ბმულზე: bit.ly/3hOtjXN