„ვფიქრობ, რომ ქართველი ხალხი და ჩვენი ქვეყნის მოსახლეობა ძალიან ზუსტად რეაგირებს იმ პრობლემებზე, რომელიც მის თავისუფლებას და მის ევროპულ მომავალს საფრთხის წინაშე აყენებს. ეს ის საკითხია, რომელზეც საქართველოს ხელისუფლება ერთ მხარეს დგას, ხოლო ქართველი ხალხი – მეორე მხარეს“.
ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრის (EPRC) აღმასრულებელი დირექტორი ნინო ევგენიძე გადაცემაში
#დღისამბები 20 და 24 ივნისს გამართულ აქციებს აფასებს და დეოლიგარქიზაციის პროცესში თითოეული მოქალაქის, სამოქალაქო საზოგადოებისა და ჩვენი სტრატეგიული პარტნიორების ჩართულობის მნიშვნელობაზე საუბრობს.