EPRC დღეს 20 წლის გახდა.
რთული ასაკია – მიღწეულის გააზრების, გაკეთებულის შეფასების, ახალი გეგმებისა და სტრატეგიების დასახვის.
ჩვენი ორგანიზაციის ისტორია თანამედროვე დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიის დიდ ნაწილს ფარავს – 2002-2022, ცვლილებებით, წარმატებებითა და მარცხით, მიღწევებითა და წინააღმდეგობებით სავსე წლებს. წლებს, როცა ქართულ საზოგადოებასთან ერთად, ვიბრძოდით და ვიბრძვით თავისუფლებისთვის, დემოკრატიისთვის, უკეთესი საქართველოსთვის.
20 წლიანი ისტორიის მანძილზე 90-ზე მეტი განხორციელებული საერთაშორისო პროექტი; ათიათასობით ბენეფიციარი და ასობით პარტნიორი საქართველოსა და მის ფარგლებს გარეთ; ახალი „ბრენდები“ – თბილისის საერთაშორისო კონფერენცია, ფუკუიამას დემოკრატიის ფრონტისპირა ცენტრი, LAD (სტენფორდის ლიდერთა განვითარების აკადემია, 150-ზე მეტი კურსდამთავრებული ლიდერით საქართველოსა და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებიდან); GEclose2EU _ პროექტები ქართული ბიზნესის ევროპულ ბაზართან დასაახლოვებლად, (1000-ზე მეტმა ქართულმა კომპანიამ შეძლო, შედეგად, ადგილობრივ და საერთაშორისო ბაზარზე გასვლა); WomenPOWER – შესაძლებლობები ქალთა ეკონომიკური გაძლიერებისთვის; „ჩემი ევროპა“ მასწავლებლებისა და მოსწავლეებისთვის; ჟურნალის „ამერიკული ინტერესი/მიზანი“ ქართული გამოცემა, თანამედროვე ავტორების თარგმანები მსოფლიო პოლიტიკის შესახებ და ა.შ. და ა.შ.
ასე მოვდივართ – 20 წელი ღირებულებებისა და პრინციპების ერთგულებით, მუდმივი ძიებითა და ახალი მასშტაბების ათვისებით. ვაგრძელებთ ბრძოლას დემოკრატიისთვის, ევროპული არჩევანისთვის, თავისუფლებისთვის. ვიცით და გვჯერა, რომ ეს მხოლოდ დასაწყისია და წინ კიდევ დიდი, საინტერესო გზა გვაქვს.
მადლობას ვუხდით ყველას, ვინც წვლილი შეიტანა ჩვენი ორგანიზაციის განვითარებაში ამ 20 წლის განმავლობაში!