18 დეკემბერს ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრმა და ფონდმა ღია საზოგადოება საქართველომ ახალი ანგარიში “ელიტური კორუფციისა და ბიზნესზე სახელმწიფო ზეწოლის შემტხვევების გამოვლენა” წარადგინეს.
ელიტური კორუფციის ძირითადი მახასიათებლებია საჯარო სახსრების არმიზნობრივი ხარჯვა და საჯარო სამსახურში დასაქმებული პირების მხრიდან სამსახურეობრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ტენდენციები. ელიტური კორუფციის მსგავსი მაგალითები იწვევს სახელმწიფოს მხრიდან ფავორიტიზმს და შიდა გარიგებებს ბიზნესის ცალკეულ წარმომადგენლებთან. ასეთი გარიგებების ნიშანია საქართველოში კონკურენციის არარსებობა და არათანაბარი დამოკიდებულება ბიზნესის წარმომადგენლებთან, ასევე საჯარიმო სანქციების დაკისრებისა თუ სასამართლოში საქმეების წარმოების დროს არათანაბარი მიდგომა.