28 სექტემბერს ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრმა (EPRC)
Chatham House-ის წარმომადგენლებს, რუსეთისა და ევრაზიის პროგრამის დირექტორის თანაშემწეს, ლუბიცა პოლაკოვას და საერთაშორისო უსაფრთხოების პროგრამის მკვლევარს, იზაბელა უილკინსონს სასტუმრო “სტამბაში”, ფუკუიამას დემოკრატიის ფრონტისპირა ცენტრის ოფისში უმასპინძლა.
შეხვედრის მთავარ თემას საქართველოში რუსულ დეზინფორმაციასთან გამკლავების სტრატეგია წარმოადგენდა. მხარეებმა განიხილეს საქართველოში დეზინფორმაციის პრევენციისკენ მიმართული ძალისხმევა, ისაუბრეს რუსეთის მიერ საქართველოს წინააღმდეგ წარმოებულ ჰიბრიდულ ომში მთავრობის პოზიციის შესახებ და ყურადღება გაამახვილეს უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი სამხედრო ინტერვენციის შედეგად რეგიონში მნიშვნელოვნად გაზრდილ საფრთხეებსა და გამოწვევებზე.