12 ოქტომბერს სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებთან ერთად შევხვდით ლიეტუვის საგარეო საქმეთა სამინისტროს „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ დეპარტამენტის დირექტორს, დარიუს ვიტკაუსკასს და ლიეტუვის რესპუბლიკის ელჩს საქართველოში, ანდრიუს კალინდრას.
შეხვედრაზე განვიხილეთ ევროკავშირის 12 რეკომენდაციის შესრულების პროცესი და დემოკრატიის კუთხით საქართველოში არსებული მდგომარეობა.