„პირველ რიგში უნდა დავსვათ ორი კითხვა: პირველი – რატომ არ მოგვცეს ჩვენ კანდიდატის სტატუსი? და მეორე – რას გვთხოვს ევროკავშირი წინსვლისთვის? არც მოლდოვა, არც უკრაინა და არც ევროკავშირის რომელიმე სახელმწიფო არის უნაკლო… თუმცა უკრაინას და მოლდოვას აქვთ თორმეტივე მიმართულებით მათ წინაშე მდგარი პრობლემების გადაჭრის კეთილი ნება, ხოლო საქართველოს – არა. უფრო მეტიც, ქვეყანაში ყველა ამ მიმართულებით დღითიდღე უარესდება ვითარება“.
ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრის (EPRC) უფროსი მკვლევარი შოთა ღვინერია გადაცემაში „ანალიტიკა“ უკრაინისა და მოლდოვასთვის ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მინიჭების, საქართველოს წინაშე არსებული შესაძლებლობებისა და ამ მიმართულებით საქართველოს განვითარების ნეგატიური ტრაექტორიის შესახებ საუბრობს.