ბლოგი

EPRC-ის პროექტის GEclose2EU მხარდაჭერით გამოიცა იტალიური ჟურნალის, DOMUS-ის ქართულენოვანი გამოცემა

EPRC-ის პროექტის GEclose2EU მხარდაჭერით გამოიცა იტალიური ჟურნალის, DOMUS-ის ქართულენოვანი გამოცემა
ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრის (EPRC) პროექტის, ქართული ბიზნესი ახლოს ევროპასთან GEclose2EU, მხარდაჭერით გამოიცა იტალიური ჟურნალის, DOMUS-ის ქართულენოვანი გამოცემა.

იტალიური ჟურნალი DOMUS თითქმის საუკუნეს ითვლის და ის არქიტექტურის, დიზაინის და ხელოვნების სფეროებში მიმდინარე ტენდენციების, ინოვაციების, ღონისძიებების გაშუქების ღირებულ პლატფორმას წარმოადგენს. საქართველო პირველი ქვეყანაა კავკასიისა და აღმოსავლეთ ევროპის რეგიონში, რომელიც Domus International-ის წევრი გახდა.

ვრცლად ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრის აღმასრულებელი დირექტორი ნინო ევგენიძე და დომუსის მთავარი რედაქტორი ლენა კილაძე მოგიყვებიან.

GEclose2EU პროექტს ახორციელებს ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრი (EPRC) სააგენტოსთან “აწარმოე საქართველოში” თანამშრომლობით და შვედეთის მთავრობის მხარდაჭერით.