❝ შვედეთის გამორჩეულობაზე უამრავი რამ მსმენია, მაგრამ ჩემთვის ყველაზე საინტერესო ადგილობრივი საკონსულტაციო კომპანიების ბიზნეს-პროცესების უმაღლეს დონეზე წარმართვაა, სწორედ ამიტომ ჩვენი სასწავლო ვიზიტი განსაკუთრებული და შესაძლებლობებით სავსეა, სთადი ტურის შემდეგ სამუშაო და საკონსულტაციო პროცესებს სრულიად ახლებურად დავგეგმავ.❞ ნინა პერტენავა ბიზნეს საკონსულტაციო კომპანია პერიტუსის თანადამფუძნებელი.
// პროექტის, ქართული ბიზნესი ახლოს ევროპასთან GEclose2EU მხარდაჭერით ბიზნეს საკონსულტაციო სექტორის 21 ბენეფიციარი კომპანიის წარმომადგენელი სასწავლო ვიზიტით შვედეთში იმყოფება.
// სასწავლო ვიზიტი 4 დეკემბერს დაიწყო და 8 დეკემბერს დასრულდება, ვიზიტის ფარგლებში ბენეფიციარები შეხვდებიან შემდეგ ორგანიზაციებს:
👉 შეხვედრა ევრაზიის შვედეთის სავაჭრო პალატის თავმჯდომარესთან ჰაინც სიოგრენთან;
👉 შეხვედრა შვედეთის ინდუსტრიის საერთაშორისო საბჭოს NIR-ის ოპერაციების დირექტორთან ჰენრიკ ჰოლგრენთან.;
👉 შეხვედრა AMK Innovation Concept-ის აღმასრულებელ დირექტორთან, ბატონ მაიკლ კინდალთან;
👉 შეხვედრა სედერტორნის უნივერსიტეტის ბიზნესის ადმინისტრირების პროფესორთან, ერიკ ბორგთან;
👉 შეხვედრა მრჩეველთან და ბიზნეს კონსულტანტთან გუსტაფ ჰელსტედტთან;
👉 SITE 2022 Development Day კონფერენცია სტოკჰოლმის ეკონომიკის სკოლაში;
👉 Impact Hub სტოკჰოლმთან;
👉 ვაჭრობის ეროვნული საბჭოსთან, შეხვედრა ანელი ვენგელინთან და ლინდა რაიდერტანთან.
⭕️ GEclose2EU პროექტის მიზანია მცირე და საშუალო ბიზნესის მხარდაჭერა, მათი ცნობადობის გაზრდა ევროპის ბაზარზე და ინტერნაციონალიზაციის ახალი შესაძლებლობების შექმნა.
⭕️ პროექტი ხორციელდება აწარმოე საქართველოში | Enterprise Georgia თანამშრომლობით და შვედეთის მთავრობის მხარდაჭერით | Embassy of Sweden in Tbilisi