სიახლეები

თებერვალი 27, 2022 EPRC-ის აღმასრულებელი დირექტორი ნინო ევგენიძე კონფერენციას “დემოკრატია რისკის ქვეშ – მოვლენები აღმოსავლეთ და ცენტრალურ ევროპაში” ესწრებოდა

EPRC-ის აღმასრულებელი დირექტორი ნინო ევგენიძე კონფერენციას “დემოკრატია რისკის ქვეშ – მოვლენები აღმოსავლეთ და ცენტრალურ ევროპაში” ესწრებოდა

ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრის (EPRC) აღმასრულებელი დირექტორი ნინო ევგენიძე ამერიკის შეერთებულ შტატებში, Jarl Hjalmarson Foundation-ისა და FIU Steven J. Green School of International and Public Affairs-ის მიერ გამართულ კონფერენციას “დემოკრატია რისკის ქვეშ – მოვლენები აღმოსავლეთ და ცენტრალურ ევროპაში” ესწრება.

კონფერენციის ფარგლებში, აღმოსავლეთ ევროპისა და აშშ-ს პოლიტიკოსები, არასამთავრობო და ანალიტიკური ორგანიზაციების წარმომადგენლები უსაფრთხოების საკითხებს განიხილავენ. მიმდინარე მოვლენების ფონზე კი კონფერენციის მთავარ განსახილველ თემას უკრაინის უსაფრთხოება და რუსეთისთვის წინააღმდეგობის გაწევის ბერკეტები წარმოადგენს.