💬 “ხაზგასმით მინდა აღვნიშნო, რომ საქართველოს მთავრობა ქართველი ხალხს არ წარმოადგენს. საქართველოს მოსახლეობის 85 პროცენტი უკრაინას მხარს უჭერს და მიიჩნევენ, რომ უკრაინაში მიმდინარე ომი მათი ომია. 3000-მდე ქართველი უკრაინელის მხარდამხარ იბრძვის. ომში 39 ქართველი უკვე დაიღუპა. უკრაინელების შემდეგ, ამ რაოდენობის დაღუპული არცერთ სხვა ქვეყანას არ ჰყავს”, – განაცხადა ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრის (EPRC) ხელმძღვანელმა, ნინო ევგენიძემ ვაშინგტონში Global Integrity-ს ორგანიზებულ კონფერენციაზე „DC Forum”.