სიახლეები

სექტემბერი 30, 2009 ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრი

ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრი
ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრმა ფონდ “ღია საზოგადოება საქართველოს” მხარდაჭერით პროექტის “თემატური დებატების ორგანიზება პოლიტიკური პარტიების განვითარებისა და ადგილობრივი არჩევნების გამჭვირვალობისთვის” ფარგლებში გამოსცა ანგარიში “ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები 2010 – პოლიტიკურ პარტიათა ეკონომიკური ხედვები”.
პროექტის “თემატური დებატების ორგანიზება პოლიტიკური პარტიების განვითარებისა და ადგილობრივი არჩევნების გამჭვირვალობისთვის” მიზანი იყო, პოლიტიკური პარტიების ეკონომიკური ხედვების ჩამოყალიბების ხელშეწყობა, ადგილობრივი არჩევნების წინ, თავისუფალი სადებატო სივრცის უზრუნველყოფა და დებატების ორგანიზება ეკონომიკურ და სოციალურ თემატიკაზე.
პროექტის ფარგლებში პოლიტიკურ პარტიებს საშუალება მიეცათ, დეტალურად ჩამოეყალიბებინათ ადგილობრივ არჩევნებთან დაკავშირებული საკუთარი ეკონომიკური ხედვები და მოეხდინათ მათი პრეზენტაცია საზოგადოების, საერთაშორისო დიპლომატიური მისიებისა და მედიის წინაშე, რომლის ორგანიზებაც ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრმა განახორციელა ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების წინ. (იხ. ანგარიში)