სიახლეები

ოქტომბერი 9, 2023 ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრი თანადგომას უცხადებს ისრაელს

ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრი თანადგომას უცხადებს ისრაელს
გვსურს თანადგომა და სოლიდარობა გამოვხატოთ ისრაელის ყველა მოქალაქის მიმართ, რომელსაც გასული რამდენიმე დღის განმავლობაში ტერორისტული ორგანიზაციების მიერ გამოჩენილი სისასტიკე შეეხო. ვიზიარებთ ასობით დაღუპული მშვიდობიანი მოქალაქის ოჯახის წევრებისა და ახლობლების მწუხარებას.
არ არსებობს იდეოლოგიური, რელიგიური თუ პოლიტიკური მიზანი, რომელიც ტერორისტული მეთოდებით ბრძოლას გაამართლებს. საკადრისი პასუხი უნდა მოეთხოვოს ნებისმიერ ძალას, რომელიც ტერორსა და ნგრევას მშვიდობიან მოსახლეობას დაატეხს თავს.