არასამთავრობო ორგანიზაცია “ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრი” (EPRC), შვეცარიის საელჩოს მხარდაჭერით, ახორციელებს პროექტს “ქალი მეწარმეების შესაძლებლობების ზრდა და ეკონომიკური გაძლიერება”, რომლის ფარგლებშიც ცენტრის ექსპერტები საქართველოში რეგიონში მეწარმე/ბიზნესით დაწყებით დაინტერესებულ ქალებს ჩაუტარებენ ტრენინგებს. ტრენინგების თემებია:
– ბიზნეს გეგმის მომზადება;
– ფინანსური რესურსების მოძიების წყაროები;
– მცირე ბიზნესის მართვა;
– საგადასახადო საკითხები;
– ფინანსური დაგეგმარება და პროგნოზირება.
პროექტის ფარგლებში საინტერესო ბიზნეს-გეგმის ავტორი ათამდე მონაწილისთვის იგეგმება ბიზნეს-საქმიანობის დასაწყებად და/ან ხელშესაწყობად მცირე თანხების გამოყოფა მათ მიერ მომზადებული ბიზნეს-გეგმების კონკურსის საფუძველზე (500-დან 1000 ლარამდე) და დაფინანსების წყაროების მოძიებაში დახმარების გაწევა. ტრენინგებში მონაწილეობის მიღება უფასოა. საკვალიფიკაციო მოთხოვნები: თვითდასაქმებული ან მცირე ბიზნესის დაწყებით დაინტერესებული ქალბატონები შემდეგი რეგიონებიდან: ქვემო ქართლი, კახეთი და სამცხე ჯავახეთი. დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, მოგვაწოდოთ თქვენი რეზიუმე შემდეგ ელექტრონულ მისამართზე:
[email protected] 2015 წლის 26 მარტამდე. დამატებითი კითხვების შემთხვევაში, გთხოვთ, დაგვიკავშირდეთ.