,,ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრი” უერთდება და გილოცავთ წიგნის საერთაშორისო დღეს!
ჩვენ გვჯერა რომ წიგნებს აქვთ ფუნდამენტური როლი განათლებული საზოგადოების ფორმირებაში, რომელიც თავის მხრივ წარმატებული სახელმწიფოს გარანტიაა.
EPRC, Fukuyama Democracy Frontline Centre – თან ერთად აქტიურად არის ჩართული მთარგმნელობით და გამომცემლობით საქმიანობაში, რომლის მიზანიც ქართველი მკითხველისთვის საერთაშორისო პოლიტიკური და ეკონომიკური ლიტერატურის გაცნობაა.
წიგნებთან ერთად, ,,ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრი” თარგმნის და გამოსცემს “ამერიკულ ინტერესს” და “ფრონტისპირა დემოკრატიას” – ჟურნალებს, რომლებიც ქართველ მკითხველს საშუალებას აძლევს სიღრმისეულად გაეცნოს მსოფლიოში და ამერიკის შეერთებულ შტატებში მიმდინარე მოვლენებს.
გამოცემული წიგნების ჩამონათვალი:
ფრენსის ფუკუიამა – “იდენტობა: იდენტობის თანამედროვე პოლიტიკა და ბრძოლა აღიარებისთვის”
დევიდ კრამერი – “შეკავების პოლიტიკის დაბრუნება: პუტინის რეჟიმთან გამკლავება”
ჯონ მაკკეინი – “დაუცხრომელი ტალღა”
ლარი დაიმონდი – “ავი ქარები”
წიგნებისა და ჟურნალების მიღება შესაძლებელია ,,ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრის” ოფისში – ზ. ფალიაშვილის N85-ში. ყოველ სამუშაო დღეს, 10-დან 18 საათამდე.