სიახლეები

ნოემბერი 7, 2015 დისკუსია თემაზე: ეკონომიკური პოლიტიკის არჩევანი საქართველოსა და მსოფლიოში

დისკუსია თემაზე: ეკონომიკური პოლიტიკის არჩევანი საქართველოსა და მსოფლიოში

6 ნოემბერს, სასტუმრო თბილისი რუმსში ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრისა(EPRC) და კონრად ადენაუერის ფონდის (KAS) ორგანიზებით გაიმართა დისკუსია თემაზე: ეკონომიკური პოლიტიკის არჩევანი საქართველოსა და მსოფლიოში.

შეხვედრის ფარგლებში საქართველოს ეკონომიკაში არსებულ პრობლემებსა და მათი გადაჭრის გზებზე ისაუბრეს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ ირმა ქავთარაძემ, ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა გიორგი ქადაგიძემ, კონრად ადენაუერის ფონდის გერმანელმა ექსპერტმა ეკონომიკის საკითხებში მატიას შეფერმა, თიბისი ბანკის ვიცე პრეზიდენტმა ბადრი ჯაფარიძემ და ასევე სამოქალაქო სექტორისა და პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებმა.