სიახლეები

ნოემბერი 4, 2015 დისკუსია თემაზე: ეკონომიკური პოლიტიკის არჩევანი საქართველოსა და მსოფლიოში

დისკუსია თემაზე: ეკონომიკური პოლიტიკის არჩევანი საქართველოსა და მსოფლიოში

ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრი კონრად ადენაუერის ფონდთან ერთად პარასკევს, 6 ნოემბერს, 10:00-13:00 საათზე, სასტუმრო თბილისი რუმსში დისკუსიას აწყობს. დისკუსიის თემაა ეკონომიკური პოლიტიკის არჩევანი საქართველოსა და მსოფლიოში.

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი, ეროვნული ბანკის პრეზიდენტი გიორგი ქადაგიძე, კონრად ადენაუერის ფონდის გერმანელი ექსპერტი ეკონომიკის საკითხებში მატიას შეფერი, თი-ბი-სი ბანკის ვიცე პრეზიდენტი ბადრი ჯაფარიძე, სამოქალაქო სექტორისა და პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლები საქართველოს ეკონომიკაში არსებულ პრობლემებზე და მათი გადაჭრის გზებზე ისაუბრებენ.

იხილეთ ღონისძიების დღის წესრიგი და პრესრელიზი