დღეს, 26 სექტემბერს ქუთაისის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში, ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრის (EPRC) ორგანიზებით და აშშ საელჩოს მხარდაჭერით, გაიმართა საჯარო დისკუსია 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებში მონაწილე პოლიტიკური პარტიების სოციალური და ეკონომიკური პროგრამების შესახებ.
შეხვედრაზე მონაწილეობა მიიღეს შემდეგი პარტიების წარმომადგენლებმა: „ქართული ოცნება“ (ბატონი კახა კუჭავა) ერთიანი ნაციონალური მოძრაობა (ბატონი ამირან ძოწენიძე), თავისუფალი დემოკრატები (ბატონი ვალერი ჩეჩელაშვილი). შეხვედრა ორგანიზებული იყო ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრის პროექტის „ინფორმირებული ამომრჩეველი საარჩევნო ანგარიშვალდებულების გასაუმჯობესებლად“ ფარგლებში, რომელიც აშშ საელჩოს მცირე გრანტების პროგრამის მხარდაჭერით ხორციელდება.