სიახლეები

თებერვალი 24, 2023 დიდება უკრაინას!

დიდება უკრაინას!

ამ ერთი წლის განმავლობაში უკრაინელი ხალხის მიერ გაწეულმა თავდადებულმა წინააღმდეგობამ საბოლოოდ დაანგრია რუსეთის უძლეველობის მითი და მსოფლიოს შეახსენა, თუ რამდენად ძვირფასია თავისუფლება.
მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ უამრავი სასტიკი დანაშაულის ჩადენით, საავადმყოფოებისა და სკოლების ბალისტიკური რაკეტებით განადგურებით რუსეთმა კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ არ გააჩნია ღირსება, არ სცემს პატივს არც მშვიდობის და არც ომის კანონებს.
ამ უთანასწორო ომში ჩაბმული უკრაინელი პატრიოტების მხარდამხარ ათასობით ქართველი მეომარი იბრძვის რწმენით, რომ ჩვენი ქვეყნის მომავალი ამ ბრძოლაში გამარჯვებაზეა დამოკიდებული.
ვადასტურებთ ჩვენს უპირობო მხარდაჭერას უკრაინელი ხალხის მიმართ. გვჯერა, რომ ამ ომში ყველა ერთად გავიმარჯვებთ.
დიდება გმირებს! დიდება უკრაინას!