სიახლეები

ოქტომბერი 10, 2022 დიდება უკრაინას! დიდება გმირებს! 

დიდება უკრაინას! დიდება გმირებს! 

რუსეთის მიერ დღეს დაბომბილი უკრაინული ქალაქები კიდევ ერთი დასტურია იმ რეჟიმის კრიმინალური ხასიათის, რომელიც დღეს რუსეთს მართავს. სამწუხაროდ, სამხედრო დანაშაულები და ტერორი ის მეთოდებია, რომლებსაც მოსკოვი დიდი ხნის განმავლობაში იყენებდა მისი იმპერიის მიზნების მისაღწევად.

დღეს ნათელია, როგორც არასდროს, რომ პუტინის რეჟიმის ამოცანა უკრაინის სუვერენიტეტისა და სახელმწიფოებრიობის განადგურება, უკრაინული იდენტობის წაშლაა. ტერორის ვერცერთი აქტი ვერ შეცვლის ამ ომის შედეგს: უკრაინა გაიმარჯვებს!

ამ გამარჯვების დაჩქარება თავისუფალი სამყაროს და თითოეული ჩვენგანის პასუხისმგებლობაა.

დიდება უკრაინას! დიდება გმირებს!