სიახლეები

სექტემბერი 24, 2021 დღეს, 16:00 საათზე, შემოგვიერთდით EPRC-ის ვებინარზე – “პოსტ-მერკელისეული ევროპა”

დღეს, 16:00 საათზე, შემოგვიერთდით EPRC-ის ვებინარზე – “პოსტ-მერკელისეული ევროპა”
შეხვედრაზე ვიმსჯელებთ თემებზე: როგორი იქნება პოსტ-მერკელისეული ევროპა? რა გავლენა შეიძლება იქონიოს გერმანიის ფედერალური პარლამენტის არჩევნებმა ევროპასა და მსოფლიოში მიმდინარე პროცესებზე? შენარჩუნდება თუ არა ერთიანი ევროპის წარმატების იდეა? შეძლებს თუ არა ახალი მთავრობა გაუმკლავდეს რუსეთიდან და ჩინეთიდან მომდინარე მზარდ საფრთხეებს? როგორ აისახება ეს ცვლილებები საქართველოს ევრო-ატლანტიკურ მისწრაფებებზე?
ვებინარში მონაწილეობას მიიღებენ:
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი, ბერლინში ლიტერატურისა და კულტურის სწავლებათა ცენტრის უფროსი მკვლევარი – ზაალ ანდრონიკაშვილი
ლიბერალური მოდერნიზმის ცენტრის (LIBMOD) აღმოსავლეთ პარტნიორობის პროგრამის დირექტორი – ხატია კიკალიშვილი
მეცნიერებისა და პოლიტიკის ფონდის (SWP) მიწვეული მკვლევარი – მიხეილ სარჯველაძე.
ვებინარს მოდერირებას გაუწევს ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრის უფროსი მკვლევარი, გიგი გიგიაძე.
შემოგვიერთდით Facebook Live-ის მეშვეობით ან ზუმში, ბმულზე: