ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრის (EPRC) აღმასრულებელი დირექტორი, ნინო ევგენიძე მონაწილეობს დემოკრატიის მსოფლიო მოძრაობის მერვე საერთაშორისო ასამბლეაში, რომელიც 1-4 ნოემბერს სეულში, კორეა იმართება. ასამბლეის თემაა – „სამოქალაქო საზოგადოების გაძლიერება დემოკრატიისთვის.“ მსოფლიოს 100 ქვეყნის 450 დემოკრატიის აქტივისტი, მეცნიერი და დონორი იღებს მონაწილეობას თემისადმი მიძვნილ სხვადასხვა პრაქტიკულ სამუშაო შეხვედრასა და დისკუსიაში. ასამბლეა ეძვნება დემოკრატიის გაძლიერების თემებს და ხელს უწყობს ამ მიმართულებით ქვეყანათაშორისი თანამშრომლობის გაღრმავებას.