სიახლეები

მაისი 29, 2018 DCFTA მცირე და საშუალო ბიზნესისთვის DCFTA for SMEs

DCFTA მცირე და საშუალო ბიზნესისთვის DCFTA for SMEs

დასრულდა ორ დღიანი საინფორმაციო შეხვედრები საგარეჯოს მუნიციპალიტეტში. ადგილობრივ მოსახლეობას და მეწარმეებს მივაწოდეთ ინფორმაცია ევროკავშირის ასოცირების ხელშეკრულების და თავისუფალი სავაჭრო რეჟიმის და ევროკავშირის მხარდაჭერით მიმდინარე საგრანტო და საკრედიტო პროგრამების შესახებ.

საინფორმაციო შეხვედრები ტარდება ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის „სამოქალაქო საზოგადოება მცირე და საშუალო ბიზნესის და ევროკავშირთან თავისუფალი ვაჭრობის მხარდასაჭერად” ფარგლებში. პროექტს ახორციელებს კონრად ადენაუერის ფონდი საქართველოში, ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრთან (EPRC) და ასოციაცია ათინათთან თანამშრომლობით