დღეს მარნეულში, ადგილობრივ მოსახლეობას და მეწარმეებს მივაწოდეთ ინფორმაცია ევროკავშირის ასოცირების ხელშეკრულების და თავისუფალი სავაჭრო რეჟიმის და ევროკავშირის მხარდაჭერით მიმდინარე საგრანტო და საკრედიტო პროგრამების შესახებ. მეწარმეებს დამატებით მიეწოდათ ინფორმაცია სხვადასხვა ფინანსური ინსტრუმენტების შესახებ.
საინფორმაციო შეხვედრები ტარდება ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის „სამოქალაქო საზოგადოება მცირე და საშუალო ბიზნესის და ევროკავშირთან თავისუფალი ვაჭრობის მხარდასაჭერად” ფარგლებში. პროექტს ახორციელებს კონრად ადენაუერის ფონდი საქართველოში, ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრთან (EPRC) და ასოციაცია ათინათთან თანამშრომლობით