სიახლეები

თებერვალი 16, 2018 DCFTA მცირე და საშუალო ბიზნესისთვის DCFTA for SMEs

DCFTA მცირე და საშუალო ბიზნესისთვის DCFTA for SMEs
16-17 თებერვალს, ქალაქ რუსთავში ჩატარდა ორდღიანი ტრენინგი თემაზე: სამოქალაქო საზოგადოება ევროკავშირთან გაფორმებული თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულების და მცირე და საშუალო ბიზნესის პოლიტიკის მხარდასაჭერად.
ტრენინგები ტარდება ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის „სამოქალაქო საზოგადოება მცირე და საშუალო ბიზნესის და ევროკავშირთან თავისუფალი ვაჭრობის მხარდასაჭერად” ფარგლებში.
პროექტს ახორციელებს კონრად ადენაუერის ფონდი საქართველოში, ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრთან (EPRC) და ასოციაცია ათინათთან თანამშრომლობით.
შემდეგი ტრენინგი ჩატარდება ქალაქ ქუთაისში 22 -23 თებერვალს.