სიახლეები

ივნისი 14, 2014 წინასაარჩევნო პროგრამების პრეზენტაცია ახალციხეში

წინასაარჩევნო პროგრამების პრეზენტაცია ახალციხეში

13 ივნისს, ქალაქ ახალციხეში, ეკონომიკური კვლევის ცენტრმა არჩევნებში მონაწილე პოლიტიკური პარტიების სოციალურ-ეკონომიკურ პროგრამებზე დისკუსია–პრეზენტაცია გამართა, რომლის ფარგლებშიც ცენტრის წარმომადგენლებმა ადგილობრივ მოსახლეობას „ქართული ოცნების“, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“, „ნინო ბურჯანაძე – ერთიანი ოპოზიციისა“ და „არასაპარლამენტო ოპოზიციის“ საარჩევნო პროგრამა გააცნო. ყურადღება გამახვილდა განათლების, დასაქმების, მაკროეკონომიკის, სოფლის მეურნეობის, სოციალურ და ჯანდაცვის სფეროებზე.

პრეზენტაციას ესწრებოდნენ სხვადასხვა პოლიტიკური პარტიების, ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციების და მედიის წარმომადგენლები.