სიახლეები

იანვარი 13, 2022 “ჩრდილოეთის ნაკადი 2 – სად გადის წითელი ხაზი და არის თუ არა ის საერთოდ“ – მოუსმინეთ პოდკასტების სერიას “მსოფლიო თავდაყირა”

“ჩრდილოეთის ნაკადი 2 – სად გადის წითელი ხაზი და არის თუ არა ის საერთოდ“ – მოუსმინეთ პოდკასტების სერიას “მსოფლიო თავდაყირა”
“ჩრდილოეთის ნაკადი 2 – სად გადის წითელი ხაზი და არის თუ არა ის საერთოდ“ – მოუსმინეთ ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრის (EPRC) და რადიო თავისუფლების ერთობლივი პოდკასტის “მსოფლიო თავდაყირა” მეოთხე ეპიზოდს.

პოდკასტის სტუმრები არიან ილია ზასლავსკი, “კერძო მეწარმეობის საერთაშორისო ცენტრის” აღმოსავლეთ ევროპის პროგრამების ოფიცერი და დათო სიხარულიძე, „საქართველოს ატლანტიკური საბჭოს“ გამგეობის თავმჯდომარე.

ეპიზოდის მთავარი განსახილველი თემებია ჩრდილოეთის ნაკადი 2, ამ ენერგოპროექტის განსხვავებული ასპექტები, მისი მზარდი მნიშვნელობა და საფრთხეები როგორც უკრაინის, ასევე დასავლეთის კონტექსტში.

წამყვანები: ნინო ევგენიძე, EPRC-ის აღმასრულებელი დირექტორი და ნინო გელაშვილი, სტენფორდის ლიდერთა განვითარების აკადემიის (LAD) კურსდამთავრებული.

პროექტი ხორციელდება სტენფორდის უნივერსიტეტის დემოკრატიის, განვითარებისა და კანონის უზენაესობის ცენტრთან (CDDRL) თანამშრომლობით და კერძო მეწარმეობის საერთაშორისო ცენტრის (CIPE) „ადგილობრივი დემოკრატია ქმედებაში“ გრანტის ფარგლებში.

 

მოუსმინეთ პოდკასტს: ჩრდილოეთის ნაკადი 2 – სად გადის წითელი ხაზი და არის თუ არა ის საერთოდ