14 ნოემბერს საქართველოს მწერალთა სახლში ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრისა (EPRC) და აღმოსავლეთ ევროპის მრავალპარტიული დემოკრატიის ცენტრის (EECMD) მიერ გამოცემული წიგნის – „ბრძოლა თავისუფლებისთვის: ბალტიის ზღვიდან შავ ზღვამდე“ პრეზენტაცია გაიმართა.
ღონისძიებაზე სიტყვით გამოვიდნენ ლიეტუვის ელჩი საქართველოში ანდრიუს კალინდრა, EPRC-ის აღმასრულებელი დირექტორი ნინო ევგენიძე, ლევან ცუცქირიძე, EECMD-ის დირექტორი და EPRC-ს მკვლევარი ზაზა შენგელია.
წიგნში შესულია დალია ბანკაუსკაიტეს, ჟანეტა ოზოლინას, ველო პეტაის, ბექა კობახიძის და ტარას კუზიოს სტატიები.
პუბლიკაცია მომზადდა აღმოსავლეთ ევროპის მრავალპარტიული დემოკრატიის ცენტრის პროექტის “რეგიონების უზრუნველყოფა ინფორმაციით და ამომრჩეველთა გაძლიერება დემოკრატიისთვის” ფარგლებში. პროექტი ხორციელდება USAID-ის ფინანსური მხარდაჭერით და ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრთან (EPRC) თანამშრომლობით.