14 დეკემბერს, სამშაბათს, 12 საათზე, სასტუმრო ”რედისონ ივერიაში” გაიმართება ათასწლეულის გამოწვევის პროგრამის მონიტორინგის მეხუთე ეტაპის შედეგების პრეზენტაცია.
იმის გათვალისწინებით, რომ საქართველოს მიერ აშშ-ს მთავრობისგან მიღებული «ათასწლეულის გამოწვევის პროგრამა» წარმოადგენს მნიშვნელოვან ფინანსურ წყაროს საქართველოს ეკონომიკური განვითარებისთვის, “ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრმა” და ფონდმა ”ღია საზოგადოება-საქართველომ” კოალიციის ”გამჭვირვალე საერთაშორისო დახმარება საქართველოს” ფარგლებში გადაწყვიტეს პროგრამით გათვალისწინებული და დაგეგმილი ღონისძიებების ზედამხედველობა.
პროექტის ფარგლებში 2006-2009 წლებში მომზადდა მონიტორინგის ოთხი ანგარიში. მიმდინარე ანგარიში მონიტორინგის მეხუთე ეტაპზე (2009-2010 წლის) მოპოვებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით შეიქმნა და მონიტორინგის მეხუთე ეტაპის ანგარიშს წარმოადგენს.
ღონისძიებას დაესწრებიან მთავრობის, ათასწლეულის გამოწვევის პროგრამის, მედიის, საერთაშორისო ორგანიზაციების და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები.