სიახლეები

ნოემბერი 18, 2017 ანტიდასავლური პროპაგანდის შეკავება ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის ეკონომიკური ასპექტების შესახებ განათლების გაძლიერების გზით

ანტიდასავლური პროპაგანდის შეკავება ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის ეკონომიკური ასპექტების შესახებ განათლების გაძლიერების გზით
“ანტიდასავლური პროპაგანდის შეკავება ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის ეკონომიკური ასპექტების შესახებ განათლების გაძლიერების გზით” – ეს არის ტრენინგის თემა, რომელიც ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრმა, განათლების სამინისტროსთან თანამშრომლობით 18 ნოემბერს ქ.თელავში ჩაატარა.
პროექტი ხორციელდება აშშ-ს საელჩოს მცირე გრანტების პროგრამის მხარდაჭერით, მოიცავს საქართველოს ოთხ (ბათუმი, რუსთავი, ახალციხე, თელავი) ქალაქს და განკუთვნილია საჯარო სკოლების, სამოქალაქო განათლების პედაგოგებისთვის.
ტრენინგებზე განიხილება შემდეგი საკითხები:
• ევროკავშირის ეკონომიკური ინდიკატორები; მშპ, საშუალო ხელფასი, სოციალური დაცვის მექანიზმები, ბაზრის მოცულობა, ახალ ბაზრებთან ურთიერთობა, ეკონომიკის მარეგულირებელი მთავარი დოკუმენტები; ასოცირების ხელშეკრულება ევროკავშირთან, DCFTA, მისი ეკონომიკური პერსპექტივა და შედეგები საქართველოსთვის (ვალდებულებები და სარგებელი, ვაჭრობა და მისი სტრუქტურა, რეგულაციები და მათი შედეგები საზოგადოებისთვის; უცხოური ინვესტიციები); აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნები და ევროინტეგრაცია – ნატოში გაწევრიანების ეკონომიკური ეფექტი ბალტიის ქვეყნებისთვის; ევროკავშირში გაწევრიანება და მისი ეკონომიკური შედეგები (პოლონეთი, რუმინეთი, უნგრეთის მაგალითი);
• ღირებულებები, ინტერესები და უსაფრთხოება;
• საინფორმაციო ომი როგორც ჰიბრიდული ომის იარაღი: რა გავლენა აქვს დეზინფორმაციას საქართველოსთვის და ყოველი ჩვენგანისთვის;
• ეკონომიკური მითები, მათი იდენტიფიცირება და რეაგირების მექანიზმები.
შემდეგი ტრენინგი დაგეგმილია 9 დეკემბერს, ქ. ბათუმში.